თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი COVID-19-ით გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

თელავში, კორონავირუსით ექიმი ივანე ამბარდანიშვილი გარდაიცვალა.

80 წლამდე თერაპევტი თავდაპირველად თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. თუმცა მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თბილისის ერთ ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადიოდა. 

ცნობილია, რომ ვირუსთან ერთად, ლეტალური შემთხვევის მიზეზი თანხმლები დაავადებები გახდა. 

ივანე ამბარდანიშვილი სხვადასხვა დროს რამდენიმე საავადმყოფოში მუშაობდა, ბოლოს კი თელავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმატოლოგი იყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 495 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი