აბაშის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში 60 წლის მამაკაცი, შალვა ტორონჯაძე საკუთარ სახლში, ცემით მოკლეს. დაპირისპირება მასპინძელსა და სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რაც მალე გადაიზარდა შეხლა-შემოხლაში.
მეზობლები დეტალებზე ზუსტად ვერ საუბრობენ, რადგან მათი თქმით, სუფრა კომენდანტის საათის დროს იყო გაშლილი. ცნობილია, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანაც მივიდა, მაგრამ ტორონჯაძისთვის მიყენებული დაზიანებები სასიკვდილო აღმოჩნდა.
ცხედარს ექსპერტიზაც ჩაუტარდა. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. შსს-მ მოხდარ ფაქტზე სამი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.