ქობულეთში ამ დრომდე ეძებენ პირს, რომელმაც შუახნის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლა. თავდამსხმელმა ვალერი ვერულიძეს ავტოსადგურზე 7-ჯერ ესროლა და მიიმალა. მიღებული დაზიანებების გამო მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
შსს დეტალებზე არ საუბრობს. უცნობია იდენტიფიცირებულია თუ არა დამნაშავე და რა გახდა მკველელობის მიზეზი. სავარაუდო მკვლელის ვინაობაზე მხოლოდ ადგილობრივები საუბრობენ. არაა გამორიცხული რომ საქმეში ბრალდებული შესაძლოა წარსულში ნასამართლევი და ე.წ. შავ სამყაროსთან დაახლოებული პირი იყოს.
სოფელ სერგიეთში ერთ ღამეში ოთხი სახლი ისე გაძარცვეს, რომ პოლიციას ამის შესახებ არაფერი გაუგია. ადგილობრივები ყვებიან, რომ ბოროტმოქმედები სახლებში გვიან ღამით შევიდნენ და ფულთან ერთად, მათი პირადი ნივთები წაიღეს. გატეხილია ავტომობილებიც. მარტვილში ამბობენ, რომ პოლიციას მიმართეს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ნაცვლად, მათ ადგილობრივი ხელისფლებისგან გაფრთხილება მიიღეს - ქურდობის ფაქტების შესახებ მედიასთან არაფერი ეთქვათ.
ქუთაისში რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია დღეს მეპატრონეს გაქურდული დახვდა. მაღაზიიდან ფულთან ერთად პროდუქტებიც წაიღეს.
თბილისში, უცნობმა პირებმა რესტორან კახელების ვიტრინები ჩაამსხვრიეს, თუმცა უცნობია მოასწრეს თუ არა თანხის წაღება.
შსს-ს ინფორმაციით, მხოლოდო 2020 წლის 10 თვის მონაცემებით, ქვეყანაში 48543 კრიმინალური შემთხვევა დაფიქსირდა, გახსნის მაჩვენებელი კი მხოლოდ 34%-ია.