სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ნოტამი გამოსცა, რომლის მიხედვით, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდა.
შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება/იგეგმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და შემდეგ აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზე:
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცა რეგულარული ფრენებისთვის კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, 21 მარტს ჩაიკეტა.
ამ პერიოდის განმალობაში რეისების აღდგენის რამდენიმე თარიღი დასახელდა, თუმცა ყველა მათგანმა გადაიწია.