დღეს საქართველოში კორონავირუსისგან 2001 ადამინი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 17 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2001 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 169 282 გახდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 001პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 201 368
  • გამოჯანმრთელებულია - 169 282 
  • გარდაცვლილია - 1 953 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 471
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 2 247
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 758

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 74 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 52 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი