შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ერთერთი ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ დღეს ბრალდების მხარე მოწმეებს წარადგენს, უფლებადამცველი ფიქრობს, რომ მოწმეები ვერ ადასტურებენ იმ ბრალდებას, რაც არასრულწლოვანს აქვს წარდგენილი. 

"ამ ეტაპზე ჩვენ ვიკვლევთ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, ბრალდების მხარე წარმოადგენენ მოწმეებს და ამ მოწმეებთან გვექნება კითხვები, როგორ მიმდინარეობდა სიტუაცია აგარაკზე, როგორ იქნა აღმოჩენილი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი და რა ხდებოდა ზოგადად იმ საღამოს აგარაკზე, დაბადების დღეზე მიმდინარე მოვლენების დროს. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ რომელიმე მოწმე საუბრობდეს, რა ვითარებაში მოხდა გიორგი შაქარაშვილზე დაზიანებების მიყენება და შემდგომ წყალში, როგორ აღმოჩნდა, ამაზე არც ერთი მოწმე არ საუბრობს, შესაბამისად ეს მოწმეები ვერ ვერ ადასტურებენ იმ ბრალდებას, რომელიც წარდგენილი აქვს არასრულწლოვნას", - ამბობს ამბობს ერთერთი ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი გელხაური 

პროკურორის თქმით, დღევანდელ პროცესზე დაიკითხებიან პოლიციის თანამშრომლები, მაშველი, რომელმაც გიორგი შაქარაშვილი ცხედარი წყალში იპოვა, "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომანქანის მგზავრები, რომლებიც მცხეთაში 18-19 ივნისს იმყოფებოდნენ. 

 შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.

პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი