დიღომში, "ვივა მედის" კოვიდმიმღებ კლინიკაში დაცვის წევრს თავს დაესხნენ და დაჭრეს. როგორც "მთავარის" ჯგუფი ადგილიდან იტყობინება, ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაში მყოფ დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
წინასწარი ინფორმაციით, დაცვის წევრს თავს დაესხა მამაკაცი, რომელსაც კლინიკაში ბიძა გარდაეცვალა და შენობაში შესვლის საშუალებას დაცვა არ აძლევდა.
დამატებით დეტალებს ჩვენი ჯგუფი ადგილზე არკვევს.