თბილისში, ბენზინგასამართ სადგურთან ავტომობილი ამობრუნდა

გამოქვეყნდა:

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ბენზინგასამართ სადგურთან მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია მძღოლი. 

როგორც, "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი