სოლოლაკში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე, დღის 4 საათზე, ქიქოძის ქუჩის მხრიდან, შავი ჯიპი გადაჭარბებული სიჩქარით შევარდა და უმისამართო სროლა დაიწყო. თვითმხილველებმა რვა გასროლის ხმა გაიგეს.
რვიდან ერთ ტყვია, მაღაზიის მფლობელის ავტომობილს მოხვდა. დანაშაულიდან რამდენიმე წუთში ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მივიდა, თუმცა დანაშაული ვერ გახსნეს. მოსახლეობის გამოკითხვა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა,თუმცა ადგილობრივები იხსენებენ, რომ შავი ფერის ჯიპის მარკის ავტომობილს დაბურული შუშები ჰქონდა და პირების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.
შსს ინფორმაციას მთელი დღეა მალავს. მთავარი არხი პრესსამსახურის რამდნიმე წარმომადგენელს ესაუბრა, თუმცა ახლა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
სოლოლაკის მოსახლეობა თავს დაცულად ვეღარ გრძნობს. ადგილობრივები ამბობენ,რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად,კრიმინალურმა გარჩევებმა კიდევ უფრო იმატა და სახლიდან გამოსვლის ეშინიათ.