დღევანდელი, 18 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2002 გახდა. დღეს ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 2 ათასს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 244 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 75 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 52 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი.