უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრება დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს - ერთმანეთს კანდიდატი, ლევან თევზაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი დაუპირისპირდნენ. ლევან თევზაძე ამბობს, რომ აქვს საფუძველი ჯანეზაშვილის აცილება მოითხოვოს, რადგან ის მიუკერძოებლობის სტანდარტს არღვევს, თუმცა აცილებას არ გეგმავს.
ლევან თევზაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა. ეს ფაქტი ჯანეზაშვილის აზრით, იმის მიზეზია, რომ თევზაძესთან კრიტიკული კითხვები არავის აქვს.
"ნაზიბროლა ჯანეზაშვილმა გაავრცელა განცხადება გუშინ, რომ თითქოს მე ურიგოდ ან რიგარეშე ვარ დღეს გამოძახებული და შემექმნა კომფორტის ზონა. რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, როგორც მოგეხსენებათ, ჩემი დის ქმარი, სიძე, ირაკლი შენგელია არ იღებს მონაწილეობას, მე მესამედ უმაღლესი საბჭოს წინაშე, ერთხელ მოვხსენი კანდიდატურა მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინდოდა ჩრდილი მიმეყენებინა პროცესისთვის", - ამბობს ლევან თევზაძე.
ჯანეზაშვილის აცხადებს, რომ თევზაძე წლებია მოსამართელა და მისი წარმატება კლანთან პირდაპირ კავშირშია. მისივე თქმით, ირაკლი შენგელიამ წასვლის შემდეგ თავისი ნათესავი, თამარ ღავამიჩავა, რითიც ცალსახაა, რომ საქმე ინტერესთა კონფლიქტთან გვაქვს.
გასაუბრება მოსამართლეთა კანდიდატებთან უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. საბჭომ 50 მსურველიდან 9 უნდა შეარჩიოს და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნოს.