ქუთაისი-ბაღდათის გზაზე, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი მოცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, მუხრანის ტყეში შევარდა და ხეს შეეჯახა. მანქანაში ერთი ოჯახის ორი წევრი იმყოფებოდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, მამა-შვილი შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება დაიწყო.