რას ედავება მოსამართლეობის კანდიდატს საბჭოს არამოსამართლე წევრი - ხმაური გასაუბრებაზე

გამოქვეყნდა:

სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატთან ლევან თევზაძესთან გასაუბრება ხმაურის ფონზე წარიმართა. საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანზაშვილმა თევზაძეს ჰკითხა, აღიარებდა თუ არა თევზაძე სასამართლო კლანის არსებობას და ნეპოტიზმს სისტემაში, თუმცა, უარყოფითი პასუხები მიიღო. 

ნეპოტიზმის არსებობაზე ნაზი ჯანეზაშვილის ერთერთი არგუმენტი ის იყო, რომ ლევან თევზაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლისძმაა, თუმცა, ამის მიუხედავად, თევზაძე ამბობს, რომ საკითხის ამგვარად დაყენება მისი დისკედიტაციის მცდელობაა. 

"არ არსებობს არანაირი არგუმენტი ჩემთვის წაყენებული ამა თუ იმ ბრალდების დასამტკიცებლად და იმედი მაქვს, რომ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებებს იღებს იუსტიციის საბჭო და მე არ მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ საბჭოს საქმიანობაში ერევა ვინმე სხვა", - ამბობს ლევან თევზაძე. 

"როცა სახეზეა ნეპოტიზმი, როცა ამ ფაქტს მედია აშუქებდა, ზაფხულიდან ვსაუბრობ მეც, ამ დროს მე არ მესმის მათი განმარტებები, არ მესმის, რას ნიშნავს თევზაძის ენით და კლანის წარმომადგენელთა ენით სასამართლოს დამოუკიდებლობა", - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც ამბობს, რომ საბოლოოდ, პარლამენტს დასამტკიცებლად მაინც იმ კანდიდატებს წარუდგენენ, რომელთაც ე.წ. კლანი შეარჩევს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი