თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში 1 თვის წინ გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
პოლიციის თანამშრომლები ერთერთმა მეზობელმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც კორპუსში მძიმე სუნი იგრძნო. პოლიციის წარმომადგენლებმა კი, ბინაში 66 წლის გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილის შვილია, 1 თვის განმავლობაში დედის ცხედართან ერთად ცხოვრობდა.
"მითხრა, რომ დედა გარდაეცვალა და ჩვეულებრივად მივუსამძიმრე და ვუთხარი, რომ არ დამინახავს, როდის გაასვენა და მითხრა, რომ არ გაუსვენებია, ჰყავს სახლში. მიზეზი, ალბათ, უსახსრობააო, თვითონ იძახის და ვნახოთ, გამოძიება რას იტყვის", - ამბობს ერთერთი მეზობელი.
როგორც "მთავარ არხს" შსს-ში უთხრეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.