დაზარალებულისთვის, საქმის მასალების ასლებზე დაწესებული აკრძალვა საკონსტიტუციომ არაკონსტიტუციურად ცნო

გამოქვეყნდა:

ნორმა, რომელიც პროკურორს დაზარალებულისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღების შესაძლებლობას უკრძალავდა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, დაზარალებულს საქმის მასალებს აცნობდნენ პროკურატურაში ან საგამოძიებო ორგანოში პროკურორის, ან გამომძიებლის ზედამხედველობის ქვეშ. 

დაზარალებულს არ ჰქონდა უფლება პროკურატურიდან წაეღო სისხლის სამართლის საქმის ასლები და სხვა ადგილას გასცნობოდა საჯარო მოხელეების ზედამხედველობის გარეშე.

მოსარჩელე კონსტანტინე გამსახურდიას ინტერესებს ამ საქმეში "საია" იცავდა:

საკონსტიტუციო სასამართლომ ეს აკრძალვა სცნო არაკონსტიტუციურად, ვინაიდან დაზარალებულს არ ჰქონდა ასლების მიღების შესაძლებლობა მაშინაც კი, როცა ამით ზიანი არ მიადგებოდა გამოძიების ინტერესებს, ასევე ასლების მიღებით არ მოხდებოდა სხვა ადამიანის პირადი ცხოვრების გასაჯაროების შესაძლებლობა. დაზარალებულს ბლანკეტურად, ყველა შემთხვევაში ერთმეოდა სისხლის სამართლის საქმის მასალების მიღების შესაძლებლობა. საკონსტიტუციო სასამართლომ პარალმენტს მიანდო იმ საკითხის გადაწყვეტა, თუ ვის უნდა დაეკისროს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების გადაღების ხარჯები: დაზარალებულს თუ სახელმწიფოს - წერია ინფორმაციაში, რომელსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი