დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 4 316 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 53 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 206 907 
  • გამოჯანმრთელებულია - 175 842 
  • გარდაცვლილია - 2 055 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 465
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 971
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  6 553

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 76 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 53 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი