
ბეზინი 10 თეთრით გაძვირდა - ნავთობიმპორტიორთა სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ცვლილება ყველა სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტზეც გამოიწვევს ფასის ზრდას.
"ფასები იზრდება ისეთ პროდუქტსა და მომსახურეობაზე, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება განსაკუთრებულად გაჭირვებულ მოსახლეობას. მოსახლეობისთვის ეს არაპირდაპირ გამოიწვევს ფასების ზრდას ყველაფერზე", - ამბობს სოსო ბერიკაშვილი, ეკონომისტი.
ეკონომისტთა შეფასებით ბენზინზე ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლამ და სავალუტო კურსის ცვლილებამ ანუ ლარის გაუფასურებამ გამოიწვია.
"ხელისუფლების პოლიტიკის ბრალია, რომელიც ხორციელდება ამ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში" - ამბობს ეკონომისტი აკაკი ცომაია.
ფასების ზრდას ეკონომისტები ჯერ კიდევ ნოემბერში წინასწარმეტყველებდნენ, როდესაც მთავრობის ინიციატივით აუქციონზე 46 მილიონი დოლარის გაყიდვას შედეგი არ მოჰყვა. აქვე გეტყვით, რომ მარტის თვიდან მოყოლებული ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან $823 მილიონზე მეტი უშედეგოდ გაყიდა.