მძიმე სენის, განსაცდელის მიზეზი ხშირად ჩვენი ცოდვები, არასწორი ცხოვრებაა - მეუფე შიო

გამოქვეყნდა:

პატრიარქის თანამოსაყრდე, მეუფე შიომ ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა და თქვა, რომ იმ განსაცდელის - პანდემიის მიზეზი, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის შესაძლოა ჩვენი არასწორი ცხოვრება, ცოდვები და ღმერთთან დაშორება იყოს.

"უფალმა ინებოს, რომ დავძლიოთ ეს მძიმე, განსაცდელი, რომელიც დღეს გვაქვს პანდემიის სახით, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ ერსა და მთელ მსოფლიოს და წმინდა ნიკოლოზი, როგორც სწრაფლშემწე შეგვეწიოს და დავძლიოთ, არამარტო სენი, არამედ ეს გამომწვევი მიზეზები. ჩვენ ხომ უნდა ვიფიქროთ, რა არის მიზეზი ამა თუ იმ განსაცდელის, რომ ხშირად ეს არის ჩვენი არასწორი ცხოვრება, ჩვენი ცოდვები, ჩვენი დაშორება ღმერთთან და განსაცდელის მეშვეობით უფალი გვასწავლის, როგორც მის შვილებს მამა ასწავლის, რომ გამოსწორდნენ, მოინანიონ და დაბრუნდნენ თავის წიაღში", - თქვა მეუფე შიომ.

დღევანდელ წირვას ესწრებოდა პატრიარქი ილია მეორეც, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ის ბოლო კვირების მანძილზე საჯარო წირვას დაესწრო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი