თბილისში, გლდანულას დასახლებაში, მამაკაცი გახსნილი ხელყუმბარით საკუთარ სახლშია შეკეტილი და თავის აფეთქებით იმუქრება.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაშია, მუქარას კი წინ უძღოდა ოჯახური კონფლიქტი, რის შემდეგაც კორპუსთან შსს-ს თანამშრომელთა მობილიზება შეიმჩნევა. ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილ ცოლს შერიგებას სთხოვდა, მისი უარის შემთხვევაში კი სუიციდით იმუქრებოდა.
შსს ადასტურებს, რომ ამ დროისთვის ხელყუმბარა უკვე განეიტრალებულია, მამაკაცი კი დაკავებული.
შემთხვევის ადგილამდე მისასვლელი გზა ისევ გადაკეტილია, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.