ინციდენტი მოხდა თელავის თეატრის წინ გაშლილ კარავთან - აქციის მონაწილეებს გუშინ საღამოს ფეთქებადი ნივთიერება ღუმელის მილში შეუგდეს.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, დაუდგენელი პირები ხელისუფლების დავალებით ცდილობენ, რომ მათთან სხვადასხვა სახის პროვოკაცია მოაწყონ.
ფაქტის შესახებ იციან სამართალდამცველებმაც; მათ შესაბამისი ოქმი შეადგინეს, თუმცა აქტივისტებს არ აქვთ იმედი, რომ საქმეს დროულად გამოიძიებენ.
შეგახსენებთ, რომ თელავში, თეატრის წინ უკვე ორ კვირაზე მეტია, გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ.
ავტორი: ია გულიაშვილი