დღევანდელი, 20 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 094 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით დამატებით 1 732 ადამიანი დაინფიცირდა; ამავე პერიოდში 4 599 პირი გამოჯანმრთელდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 76 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 53 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი.