საქართველოს ეროვნული გვარდია დღეს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერანებს გვარდიის დღე თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, რომან ჯოხაძემ მიულოცა.
"ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს, გილოცავთ ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 30 წლის იუბილეს! ეროვნულმა გვარდიამ, დაარსებიდან უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საქართველოს თანამედროვე, დამოუკუდებელი სახელმწიფოს შექმნასა და განვითარებაში. მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ეროვნული გვარდიით იწყება საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორია.", - ვკითხულობთ მილოცვაში.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა. ეროვნული გვარდია პირველი ქართული სამხედრო ფორმირებაა, რომლის ბაზაზეც საქართველოს დღევანდელი თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა.