პარლამენტის შესასვლელებთან სამოქალაქო აქტივისტები უკვე შეიკრიბნენ - ისინი წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენას აპროტესტებენ.
პარლამენტის ერთპარტიულობიდან გამომდინარე, აქციის მონაწილეებს საბჭოთა კავშირის ჰიმნი აქვთ ჩართული.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ პარლამენტთან გაშლილ კარავში ვადამდელი არჩევნების დანიშვნამდე გაათენებენ ღამეებს.
ცნობისთვის, ერთპარტიულ პარლამენტში წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა უკვე დაიწყო.