დღეიდან ერთპარტიული პარლამენტი პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას, მიერ ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობის მოსმენას იწყებს.
შესაბამის კომიტეტებში დღეს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატებს ელოდებიან.
საბოლოოდ, კვირის ბოლომდე მთავრობის ახალი შემადგენლობა ძველი სახეებით პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება.
ივანიშვილის გუნდში თეა წულუკიანის ადგილს მისი ყოფილი მოადგილე გაზაფხულამდე დაიკავებს. გოჩა ლორთქიფანიძე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მარტამდე დარჩება, რადგან გაზაფხულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მისი მოსამართლის უფლებამოსილება ოფიციალურად ძალაში შედის.
უკვე ცნობილია, რომ კულტურის და განათლების გაერთიანებული სამინისტრო ისევ ორად გაიყოფა. ერთპარტიუმა პარლამენტმა პრემიერობის კანდიდატის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამაც უნდა განიხილოს.
შეგახსენებთ, რომ ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა.