უნდა მოიხსნას თუ არა საახალწლოდ შეზღუდვები – ექიმები "ლოქდაუნსა" და ეპიდვითარებაზე

გამოქვეყნდა:

მოიხსნება თუ არა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები წინასაახალწლოდ - უცნობია. 

ექიმების ნაწილის აზრით, დაწესებული შეზღუდვები ეპიდვითარების არსებულ სურათს არ ცვლის, რის გამოც, რეგულაციები უნდა გაუქმდეს.

"ლოქდაუნს" განვიხილავ, როგორც კლინიკური მართვის და პანდემიასთან ბრძოლის ორგანიზების წარუმატებელ პროცესს, ეს არის მარცხი. ნელ–ნელა უნდა მოიხსნას შეზღუდვები, დღესაც ბევრ შეზღუდვას არ ვეთანხმები სავაჭრო ობიექტების მუშაობასა და ტრანსპორტთან დაკავშირებითაც" , – ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, გიორგი კამკამიძე.

თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილი ფიქრობს, რომ შეზღუდვების მოხსნა ეპიდვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

"შეზღუდვების მოხსნა იქნება ძალიან დამაზიანებელი პანდემიის მართვის პროცესში, ახალ წელს, რაც არ უნდა შეზღუდვები დავტოვოთ, ოჯახებში შეკრებები მაინც იქნება, რაც იანვრის მეორე ნახევრიდან შემთხვევების გაზრდა გამოიწვევს. ამას თუ დაემატება ტრანსპორტის აღდგენა და ვაჭრობის დაბრუნება, ეს იქნება სერიოზული დამაზიანებელი" , – ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან - 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.

ამავე გადაწყვეტილებით,  24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, შეზღუდვები უნდა მოიხსნას, რაც იმას გულისხმობს, რომ უნდა გაიხსნას სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები, ასევე აღდგეს როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, თუმცა ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი