საქართველოში COVID-19-ით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 21 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 140 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით დამატებით 824 ადამიანი დაინფიცირდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 209 462 
  • გამოჯანმრთელებულია - 184 668 
  • გარდაცვლილია - 2 140 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 489
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 824
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 627

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 77 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 54 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი