2011 წელს, რუსთაველზე, ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი დაკავებულია - შსს

გამოქვეყნდა:

2011 წელს, რუსთაველის გამზირზე ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი დაკავებულია - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულია 1988 წელს დაბადებული ი.ა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ი.ა.-მ და მისმა თანამზრახველებმა 2011 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, შურისძიების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული მრავლობითი გასროლის შედეგად, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჭრილობები მიაყენეს 1988 წელს დაბადებულ ზ.ტ.-ს და მიიმალნენ. დაჭრილი ზ.ტ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

ი.ა., ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის, 2011 წლის 25 ოქტომბერს დაუსწრებლად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში

დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სხვა დეტალები ამ დროისათვის ცნობილი არ არის.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი