ახალციხეში კაცმა მაღაზიის დაყაჩაღება სცადა, გამვლელებმა ის შენობაში ჩაკეტეს

გამოქვეყნდა:

მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს ახალციხეში, კეცხოველის ქუჩაზე. მარკეტში ერთი პირი შეიჭრა და თანხის წაღება სცადა. გამვლელებმა კაცი პოლიციის მისვლამდე შენიბაში ჩაკეტეს.

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა მაღაზიის დაყაჩაღებამდე ლატარიის ბილეთი შეიძინა. მას შემდეგ კი რაც ვერაფერი მოიგო, თანხა მოლარეს მოსთხოვა, წინააღმდეგობის გამო კი მასზე ფიზიკურად იძალადა.

კაცი სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება ძალადობით ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი