შეეძლოთ დაჭერა და არ იჭერდნენ, სრულად ვითხოვ მკვლელების დასჯას - ტარყაშვილის დედა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 წლის ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაში მსჯავრმდებული ირაკლი აგლაძე 10 წლის შემდეგ დააკავა. შემთხვევა 2011 წელს, რუსთაველის გამზირზე მოხდა. ოჯახი ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში აგლაძე სომხეთსა და რუსეთში ცხოვრობდა და საზღვარი არაერთხელ გადმოკვეთა. ისინი ეჭვობენ, რომ მკვლელი ახლა საქმის მოგვარებას და ბრალის შემსუბუქებას ცდილობს.

"მეათე წელია რაც ეძებენ აგლაძეს, ვიცოდით, რომ შეეძლოთ მათი დაჭერა და არ იჭერდნენ. ინტერპოლის ძებნაზეც კი არ იყო ერთხელ როცა მივაკითხეთ კრიმინალურში. ახლა რატომღაც ეჭვი მეპარება, რომ სპეციალურად ხომ არ დაიჭირეს და ხომ არ ფიქრობენ, რომ ამ სასამართლოს და მოსამართლეების საშუალებით შეუმსუბუქონ ბრალი. არაა გამორიცხული ამ ხელისუფლების პირობებში, რომ სრულიად მოუხსნან ბრალი. სრულად ვითხოვ მკვლელების დასჯას და არა მინდია გოგოჭურის და ჯოხაძის დაუსჯელად დატოვებას", - ამბობს  ზურა ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი.

მისი თქმით, არსებობს კადრები, მაგრამ ოჯახმა ამ დრომდე ვერ მიაღწია იმას, რომ მინდია გოგოჭურს ბრალი წაუყენონ. 

დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი, ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი