დღევანდელი, 22 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 740 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 188 408 გახდა.
აქვე - ბოლო 24 საათში ვირუსით დამატებით 3 064 ადამიანი დაინფიცირდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, მართალია, რამდენიმე ასეულით, მაგრამ მაინც აღემატება მას. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 42 კოვიდინფიცირებული.
Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 77 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 54 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი.