დაყაჩაღება და ე.წ.სპიცით დაჭრა - ხაშურში დამნაშავის ვინაობა ისევ უცნობია

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე უცნობია იმ პირის ვინაობა, ვინც ხაშურში სახლი დააყაჩაღა და 25 წლის გოგო ე.წ. სპიცით დაჭრა. 

აქვე გეტყვით, რომ დაჭრილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

"როგორც ვიცი, ქურდი იყო შესული და ოქროული გაიტანაო, ასე ამბობენ. გოგონამ თვითონ სახეზე ვერ შენიშნა ეს პიროვნება, ერთი იყოო, მაღალი, სუსტი, კაპიშონი ჰქონია მოფარებული თავზე. დაჭრა გოგო და გაიქცა", - ამბობს მეზობელი, მარეხი ბიწაძე.

შსს-მ საქმეზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი