აქცია ოზურგეთში - პატიმრის ახლობლებმა ურეკი - ოზურგეთის ავტომაგისტრალი გადაკეტეს. ისინი შალვა ოქრუაძის გათავისუფლებას მოითხოვენ და ამბობენ რომ ის უკანონო პატიმარია და ნამდვილ დამნაშავეს სამართალდამცავები ხელს აფარებენ.
საუბარია მარტში მომხდარ დანაშაულზე, რა დროსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მცხოვრები მოხუცი ცოლ-ქმარი პროცენკოები აწამეს და დააყაჩაღეს.
ახლობლები ამბობენ, რომ ოქრუაძეს ამ დანაშაულში მონაწილეობა არ მიუღია.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ კი მომხდარში შალვა ოქრუაძე დამნაშავედ ცნო და 8 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.