რაც იხსნება, ისიც დაკეტილის ტოლფასი იქნება - შეზღუდვები შემსუბუქდება, მაგრამ არ მოიხსნება

გამოქვეყნდა:

მოქალაქეების პროტესტი ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელსაც ქვეყანა 28 ნოემბრიდან ელის და განსაკუთრებით ბოლო ორი დღეა. დაწესებული შეზღუდვების მოხსნა არ მოხსნის საკითხზე მმართველმა გუნდმა ბოლო ორი დღე იმსჯელა და არაერთი უცნაური განცხადების შემდეგ გადაწყვიტა - შეზღუდვები ფაქტობრივად არ იხსნება. 

სამწუხაროდ ვერ გაიხსნება ბაზრობები.

ერთადერთი რაც ქვეყანაში გაიხსნება მოლები და დიდი სავაჭრო ცენტრებია, ისიც მკაცრი რეკომენდაციებითა და შეზღუდვებით, ისე, რომ 20 კვადრატულ მეტრში მხოლოდ ერთი მომხმარებელი დაიშვება, რიგები კი თავად სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელებემა უნდა აკონტროლონ. მმართველი გუნდი ამ გადაწყვეტილებას მიღებასა და შესრულებაში მთავარ როლს სავაჭრო სექტორს აკისრებს, სანქციებით იმუქრება და ამ შეზღუდვის მოხსნას მაღალი პასუხისმგებლობის აქტს უწოდებს. 

გარე ბაზრობების მოვაჭრეებისა და ბაზრობების მეწილეებისთვის მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება გაუგებართან ერთად, მიუღებელია, მაშინ, როდესაც მათი თქმით, ვირუსის გავრცელების რისკი ყველა კვლევით დახურულ სივრცეში უფრო დიდია, მმართველი გუნდს არგუმენტი არ აქვს რატომ იხსნება მოლები. მცირე ბიზნესმენესი კიდევ უფრო მეტ საშიშროებას ხედავს, ამ ერთ კვირაში გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებელი,მათი გახსნის დროს თებერვლამდე გაახანგრძლივებს. 

ხელისუფლების მიერ სავაჭრო ცენტრებისთვის გაწერილ მკაცრ რეკომდენდაციებს იუმორით ხვდებიან რეგიონებში. ქუთაისის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა სავაჭროდ შესულ მოქალაქეებს ტანსაცმლის მოზომვის რეკომენდაცია პირდაპირ მაღაზიის ცენტრში მისცა. 

ხელისუფლებამ გნაჩენი გამოუტანა სარესტორნო ბიზნესსაც - ახალ წელს არცერთი ობიექტი არ გაიხსნება, უფრო მეტიც, სასტუმროებში მოქმედი რესტორნებიც მხოლოდ ცხრა საათამდე იმუშავებენ. რესტორატორები ამბობენ,რომ მხოლოდ მიტანის სერვისით ბიზნესის გადარჩენას ვერ შეძლებენ, ხელისუფლებამ კი ისინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან ერთი თვე გახსნის სამზადისში ამყოფა, ახლა კი ამაზე უარი უთხრა. 

ხელისუფლების გადაწყვეტილებები განსაკუთრებულად მიუღებელი და დამაზიანებელია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა გადაადგილების ერთადერთ საშუალება საზოგადოებრივი ტრანსპორტია. მათი თქმით, ამ ხნის მანძილზე პირველადი საგნების შესაძენად ისედაც ფეხით სიაურლი უწევდათ, ახლა კი ირკვევა, რომ წინასაახალწლოდ საჭირო ნივთების ყიდვას ბაზრობაზე დაბალ ფასად ვერ შეძლებენ, მოლებში ვაჭრობა კი ისედაც გაღარიბებული მოქალაქეებისთვის, შეუძლებელია. 

ხელისუფლებამ ძალაში დატოვა კომენდანტის საათი და შეზღუდვა მხოლოდ 31 დეკემბრისა და 7 იანვრის ღამეს მოხსნა - არგუმენტები არც ამ შემთხვევაში იყო გაზიარებული. მმართველ გუნდში აცხადებენ,რომ მათ ისედაც დიდი რისკი გაწიეს. უგუნური გადაწყვეტილებების რიცხვს ემატება კიდევ ერთი რეკომენდაცია ბიზნესისთვის, მაღაზიებში, რომელიც დილის შვიდ საათზე იხსნება, ფასდაკლება დღის პირველ ნახევარში უნდა დაწესდეს, რაც მმართველი გუნდის აზრით მობილობას შეამცირებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი