გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ბელიაშვილის 5 ნომერში ბენზინგასამართი სადგური "გალფი დააყაჩაღეს. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელმა იარაღის მუქარით თანხა წაიღო.
მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია შსს-ს, შესაბამისად უცნობია დეტალები.
"მთავარი არხი" უწყებიდან ინფორმაციის მიღებას ელოდება.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.