თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, გალფის ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

გამოქვეყნდა:

თბილისში, ბელიაშვილის 5 ნომერში, გალფის ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, კომენდანტის საათის დაწყებამდე მოხდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გალფში ერთი პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორს თანხა გასტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია, დააკავა თუ არა ყაჩაღობაში ბრალდებული ან რა რაოდენობის თანხის წაღება მოახერხა მან.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. პოლიციამ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი