მოძალადე მასწავლებელი - შემზარავი ისტორია, რომელიც მე 9-ე კლასელმა გოგონამ ერთ-ერთ მასწავლებელს გაუმხილა

გამოქვეყნდა:

შემზარავი ისტორიის დეტალებს "მთავარ არხთან" მე-9 კლასის დამრიგებელი ყვება. მას მოსწავლეებმა მოძალადე მასწავლებლის შესახებ ყველაფერი უამბეს. დამრიგებელს თავდაპირველად კოლეგის მიერ სავარაუდო დანაშაულის არ სჯეროდა, თუმცა ფაქტები დააზუსტა და ახლა ამტკიცებს, რომ 60 წლის მასწავლებელი, მე-9 კლასის მოსწავლეს სექსუალურად ავიწროებდა, როგორც ცალკე, ისე სხვა მოსწავლეების თანდასწრებით.  

მათემატიკის პედაგოგმა სკოლა დატოვა. ის ამჟამად დაკავებულია და წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.

გოგონას თანაკლასელები კი, რომლებსაც მასწავლებლის საქციელი არ მოსწონდათ, სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ მისთვის ხელის შეშლას. აღმოჩნდა, რომ მასწავლებელი მხოლოდ ერთ მოსწავლეზე არ ძალადობდა.

მასწავლებლის მიერ მოსწავლის სექსუალური შევიწროება თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ამ ამბის მოყოლას სავარაუდო დაზარალებული 14 წლის გოგონა სახლში ვერ ბედავდა. მოზარდის ოჯახის წევრებმა მომხდარის შესახებ მას შემდგ შეიტყვეს, რას საქმეში პოლიცია ჩაერთო.

გოგონას მამა დარწმუნებულია, რომ მასწავლებელი, რომელიც ამავეს სოფელში ცხოვრობს, მის შვილზე ნამდვილად ძალადობდა. ოჯახი 60 წლის მამაკაცისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვს.

მათემატიკის მასწავლებლის მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის არ სჯერა სკოლის დირექტორს. ის ამბობს, რომ მხოლოდ ვალდებულება მოიხადა და მოსწავლის განცხადების საფუძველზე ფაქტი პოლიციას აცნობა.

60 წლის პედაგოგის ოჯახის წევრები კი ამტკიცებენ, რომ მოსწავლე გოგონა ცრუობს და მასწავლებელს მასთან სექსუალური კონტაქტის მცდელობა არასდროს ჰქონია.

სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეს პოლიციის გარდა, სოციალური სამსახურიც სწავლობს, სადაც არ უარყოფენ, რომ მე-9 კლასის მოსწავლე შესაძლოა, მასწავლებლის ერთადერთი მსხვერპლი არ იყოს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ მუშაკს  სკოლის მოსწავლეებმა მიაწოდეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი