გორში, კომენდანტის დროს, ცხენები მოიპარეს

გამოქვეყნდა:

კომენდანტის საათის დროს გორში ცხენები მოიპარეს.

ადგილობრივების თქმით, ცხენებს თავდაცვის სამინისტროს კაპელანი, თადეოზი, სამხედრო აკადემიასთან ახლოს, კერძო ტერიტორიაზე უვლიდა.

მსხვილფეხა პირუტყვი სასულიერო პირის შვილს ეკუთვნის და გორში რამდენიმე თვის წინ, შშმ ბავშვების რეაბილიტაციის მიზნით ჩაიყვანა. 

შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. მომხდარს პოლიცია ქურდობის მუხლით იძიებს, ამ დრომდე კი დაკავებული არავინაა.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი