კორონავირუსით ვანის მერის მოადგილე, გონერი მეფარიშვილი, გარდაიცვალა.
ის მკურნალობის კურსს თბილისში, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში გადიოდა. მეფარიშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც მედიკოსებმა გადარჩენა ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში 429 ადამიანი დაინფიცირდა. საქართველოს მასშტაბით კი 51 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.