დაკავებულია ცოლისძმა, რომელმაც სიძე სანადირო თოფიდან 1 გასროლით მოკლა

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე ზუსტი მიზეზი უცნობია, რა გახდა სოფელ ფშაველში ცოლის ძმის მიერ სიძის მოკვლის მიზეზი, თუმცა შსს-ს განცხადებაში წერია, რომ დაპირისპირება წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.

"1 გასროლის ხმა იყო, ქუჩაში ეგდო მოკლული, სიძე პირველად იყო მოსული... არ ვიცი, რა მოხდა", - ამბობს მეზობელი.

შსს-ს ინფორმაციის, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი - სანადირო თოფი. 

ცნობისთვის, მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი, უწყების ინფორმაციით, უკვე დაკავებულია. 

"თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფშაველში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, 1 პირი - 1996 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ბ.-მ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, 1982 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

სამართალდამცველებმა თ.ბ. მომხდარი დანაშაულიდან მალევე, სოფელ ფშაველში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს"

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა დღეს მოხდა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი