ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაუჩინარებული თეიმურაზ გიუნაშვილის ძმა სამხედრო ბაზაზე მივიდა და ამბობს, რომ აეჭვებს, რატომ უნდა დაეტოვებინა მის ძმას ბაზაზე ტელეფონი, რომელიც ყოველთვის თან დაჰქონდა.
"ვაზიანში ვიყავი, ბაზაზე, პასუხი მივიღეთ ერთადერთი რაც იყო, გვაჩვენეს ფოტო, რომელიც კამერას აქვს გადაღებული, მეტი არაფერი, არაფერი არ იციან, არც იმათმა, ისინიც ეძებენ და როგორც ისინი ეძებენ, ისე ჩვენც. საეჭვოა, რატომ დატოვა იქ ტელეფონი, ვრეკავდით ორი დღის განმავლობაში" , – ამბობს დაკარგული ჯარისკაცის ძმა რამაზ გიუნაშვილი
დაკარგული ჯარისკაცის დედა ამბობს, რომ ბაზიდან დაურეკეს და თხოვეს, რომ მისი შვილისთვის დაერეკა, თუმცა ტელეფონზე პასუხი არავინ გასცა. მეორე დღეს ისევ ბაზიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი შვილის ტელეფონი ბალიშის ქვეშ იდო. – " მეორე დღეს დაგვირეკეს, ბალიშის ქვეშაა ტელეფონიო, ეჭვი ამაში გვიჩნდება უტელეფონოდ არსად არ დადიოდა" – ამბობს სამხედროს დედა
35 წლის თეიმურაზ გიუნაშვილი სოფელ ფლავიდანაა, ნათესვების ცნობით, როგორც კამერებით დასტურდება, ის სამხედრო ბაზიდან 20 დეკემბერს 11-ის 20 წუთზე, არასამხედრო ტანსაცმლით გავიდა, თან არაფერი წაუღია, ერთ საათში კი მისი კვალი დაიკარგა, მას შემდეგ რაც გიუნაშვილი სამსახურში არ მივიდა, მასზე ძებნა დაიწყეს.
ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა - ოჯახი თეიმურაზ გიუნაშვილს 3 დღეა ეძებს.
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე "მთავარი არხის" შეკითხვებს არ პასუხობენ და პრესსამსახურთან ამისმართებენ, ინფორმაციას მედიას არც თავდაცვის სამინისტრო აწვდის.