მედიკოსები ეპიდემიასთან ბრძოლის გასაძლიერებლად - ახალი გაერთიანება

გამოქვეყნდა:

ქართველი ექიმები მთელი მსოფლიოდან საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის გასაძლიერებლად ერთიანდებიან.

მთავარი მიზანი სამედიცინო სექტორში პანდემიის პირობებში გამოვლენილი პრობლემების იდენტიფიცირება და ხელისუფლებისთვი ქმედითი რეკომენდაციების შეთავაზებაა. 

ასოციაციის წევრებმა დღეს ონლაინ პრეზენტაცია გამართეს და უახლოეს დღეებში საქართველოს მთვრობას კონკრეტულ რეკომენდაციებსაც გაუგზავნიან.  

"ერთერთი პრობლემა დღეს არსებული ვითარებისა, არის ის, რომ ძალიან ბევრი რეკომენდაცია და გაიდლაინები მიიღება შედარებით ვიწრო წრეში და არ ხდება ფართო ჩართულობა როგორც საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების, ასევე, ჩვენი, ვინც საქართველოში ვიმყოფებით და ვმოღვაწეობთ ამ სფეროში", - ამბობს ექიმი გიორგი კაკაბაძე.

ექიმები ამბობენ, რომ დღეს საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები გუნდი "ნაჭუჭში ჩაიკეტა".

"თითქოს, გარკვეული კედელია, ნაჭუჭში ჩაიკეტა ის გუნდი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს და  სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილებები სულ უფრო და უფრო ხდება შეცდომების შემცველი და ამას ვიმკით ისე, რომ ჩვენ გვაქვს მართლაც და დაურეგულირებელი სიტუაცია, ხელიდან გაშვებული ეპიდემია, როცა ყველაზე დაბალი რაოდენობიდან გავედით ჩემპიონობამდე, სამწუხარო", - ამბობს ინფექციონისტი, "ნეოლაბის" დირექტორი, გიორგი კამკამიძე.

ექიმთა ასოციაციაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ წამყვან კლინიკებში მოღვაწე ქართველი ექიმები გაწევრიანდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 560 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 51 პაციენტი გარდაიცვალა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი