გუშინ, გვიან ღამით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ვაკეში შუახნის კაცი დაჭრეს. დაპირისპირების კონკრეტული დეტალები უცნობია. თუმცა, კაცს დაზიანებები, სახის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფალიაშვილის 82 ნომერთან ექსპერტ კრიმინალისტები, რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია სავარაუდო დაზარალებულის ან თავდასხმელის პირადი ნივთები და სისხლის კვალი, რომელიც დაშავებულ კაცს ეკუთვნის.

საქმეზე გამოძიება კი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი