უკვე მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაუჩინარებულ თეიმურაზ გიუნაშვილს. ოჯახს ჯარისკაცის დაკრგვა ეჭვებს უჩენს. თეიმურაზ გიუნაშვილმა სამუშაო პერიმეტრი ისე დატოვა, რომ თანტელეფონიც არ წაუღია, კაპრალს ამ დრომდე არ მოუხსნია თანხა საკუთარი სახელფასო ბარათიდანაც.
"ორშაბას დილით შეიცვალა სმენა, 11-ის 20 წუთზე სამოქალაქო ფორმით დატოვა სამხედრო ბაზა, ამის შემდეგ არ ვიცით სად არის და როგორ. სამხედრო მოსამსახურე როცა ბაზიდან გადის და არის დათხოვნაში ტელეფონის გარეშე მისი გარეთ გასვლა არ შეიძლება, არ ტოვებდა ტელეფონს, არ ვიცით რა მოხდა", - ამბობს ახლობელი, ჯუმბერ კოპალიანი.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს გიუაშვილი ბაზას 21 დეკემბრით თარიღდება და დილით, 10 საათსა და 20 წუთიდან არის გადაღებული.
35 წლის თეიმურაზ გიუნაშვილი სოფელ ფლავიდანაა, მისი ძებნა ოჯახმა 3 დღის წინ დაიწყო.