დღეს საქართველოში COVID-19-ით 1 972 ადამიანი დაინფიცირდა და 2 737 გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 737 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 216 843
  • გამოჯანმრთელებულია - 194 705
  • გარდაცვლილია - 2 276
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 405
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 13 699, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -  7 146, PCR ტესტით - 6 553;
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 588
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 149

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 79 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 55 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,7 მილიონზე მეტი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი