ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი დღეს, ოკუპირებულ ცხინვალში, გაიმართება. ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარედ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.

დე ფაქტო ხელისუფლება 33 წლის ტყვეს ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, სამხედრო მოსამსახურეზე შეიარაღებულ თავდასხმასა და სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში ადანაშაულებს. თუ გახელაძეს ე.წ სასამართლო პატიმრობაში დატოვებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩართავენ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტების ტყვეობაში რჩება გენადი ბესტაევიც, რომელიც ზარდიანთკარიდან 2019 წლის ნოემბერში გაიტაცეს. მისივე სახლს, გატაცების შემდეგ, მავთულხლართები შემოავლეს, მას ორწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი