კარვები პარლამენტთან - "ოცნება" მთავრობის დამტკიცების მოლოდინში

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ შესასვლელთან კარვებს შლიან. აქტივისტთა პროტესტი ახალ ფორმას იღებს. 

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან კარვები მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც იქნება და ეს ერთგვარი შეხსენებაა "ოცნებისთვის", რომ ქვეყანში ერთპიროვნულად მიიღება გადაწყვეტილებები და არჩევნებს არ აღიარებენ. 

"ვხედავთ, რომ დღეს ამ პარლამენტში მონების სხდომა მიმდინარეობს, პარალელურად ჩვენ გავშალეთ კარავი. დღითიდღე პროტესტი იმატებს. ამ კარვით შესაძლებლობა გვექნება ამ პარლამენტს უფრო მეტი დისკომფორტი შევუქმნათ ", - ამბობს ერთერთი აქტივისტი

ხოლო, პარლამენტი შენობაში ერთაპრტიული იდილიაა. "ოცნების" მთავრობას, დღეს აქციის ფონზე დამტკიცდება. მინისტრთა კაბინეტის წევრებს აქტივისტები, სირცხვილის დერეფნით და შეძახილებით ხვდებიან. 

სესია საკანონმდებლო ორგანოში 12 საათზე დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგეგებს არ აღიარებს და პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს. 

ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: 

  • ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  •  ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა;
  • პოლიტ პატიმრების გათავისუფლება.

ავტორი: დეა მამისეიშვილი  

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი