"მონა, მონა" - აქციის მონაწილეები ერთპარტიულ პარლამენტში მთავრობის დამტკიცებას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

"მონა, მონა" - ხმაური პარლამენტთან, აქციის მონაწილეები ერთპარტიულ პარლამენტში მთავრობას დაამტკიცებს აპროტესტებენ და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან, აქციის მონაწილეები დეპუტატებს პარლამენტში შეძახილებისა და სასტვენების ფონზე აცილებენ.

სამოქალაქო აქტივისტები, საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების პროცესს აპროტესტებს და ამბობენ, რომ დღეს, ყველაფერი რაც პარალენტში გაფორმდება იქნება უკანონობა და მას ლეგიტიმაცია არ ექნება. 

აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია-პერფომანსიც გამართეს, საჰაერო ბუშტზე მიმაგრებული ოქმის ფურცელი ჰაერში გაუშვეს, წარწერით "გაყალებბულია". 

"ახლა ვდგამთ მეორე კარავს, აუცილებლად, ახალი წლის შემდგომ სამი კარავი წინა მხარეს (პარლამენტის) დაიდგმება. საქართველოს მასშტაბით აუცილებლად მიიღებენ დიდ პროტესტს და ეს არალეგიტიმური მთავრობა, რომელცი დასვა ივანიშვილმა და ჟვანიამ უბრალოდ ხელი მოუწერა, ვერ გაძლებენ დიდ ხანს", - ამბობს აქტივისტი, ნიკა ნარსია 

სესია საკანონმდებლო ორგანოში 12 საათზე  უნდა დაიწყოს. პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის უცვლელი წევრები სასესიო დარბაზში "ქართულ ოცნებასთან" ერთად მარტო იქნებიან.

ავტორი: დეა მამისეიშვილი 

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი