კომენდანტის საათის დროს ფალიაშვილზე კაცი დაჭრეს - საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

გუშინ, 23 დეკემებრს გვიან ღამით, კომენდანტის საათის დრო შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ვაკეში, ფალიაშვილი 82 ნოემერში. შემთხვევის დროს შუახნის კაცი დაჭრეს, მას დაზიანებები, სახის და ფერდის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

ადგილიდან დღეს სამართალდამცავებმა კამერების ჩანაწერები ამოიღეს, სადაც წესით დაპირისპირება უნდა იყოს ასახული. ჩვენი ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში მოთავსებული დაჭრილი პოლიციამ უკვე გამოკითხა. 

მეზობლები ამბობენ, რომ შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს, რადგან კომენდანტის საათის დროს გარეთ არავინ გამოსულა.

დაზარალებულის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრაც მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

ავოტრი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი