საახალწლო შოპინგი არ იქნება, - ეს ერთადერთი დაპირებაა, რომელიც ამ ხელისუფლებამ 8 წლის განმავლობაში პირნათლად შეასრულა და რომელიც მოლებისა და დიდი სავაჭრო ცენტრებისთვის, 24 დეკემბერს, შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნას უკავშირდება.
მოლები დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში დილის 7-დან საღამოს 7 საათამდე იმუშავებენ და სწორედ მოლებმა და სავაჭრო ცენტრებმა უნდა უზრუნველჰყონ მომხმარებლების განთავსება (20 კვ. მეტრზე ერთი ადამიანი), ასევე, რიგების მართვა.
თბილისი მოლში მისულმა მომხმარებლებმა რამდენიმე მაღაზიის წინ რიგი ღამის საათებში დაიკავეს, აქვე არის რობოტი, რომელიც გზამკვლევის როლს ასრულებს და ტემპერატურასაც გაგიზომავთ.