აფეთქება სიღნაღში - დაშავებულია ხანდაზმული ქალი, დანგრეულია სახლის ნაწილი

გამოქვეყნდა:

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ქშუტაშვილების საცხოვრებელი სახლი აფეთქდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაშავდა ოჯახის წევრი ხანდაზმული ქალი, რომელიც ამ წუთებში სასწრაფო- სამედიცინო ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს.

ადგილობრივების თქმით, მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი